06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
აშშ-ს დელეგაცია ჩრდილო კორეაში ჩავიდა

შეერთებული შტატების დელეგაცია უკვე ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერის ქსელში დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეას დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით და ამაში მას კიმ ჩენ ინიც ეთანხმება.

დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილ მოლაპარაკებებში, შესაძლოა, მონაწილეობა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმაც მიიღოს.

დღის ამბები