06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - დაზიანებულია 1600 საცხოვრებელი სახლი

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - 5.7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები გვიან ღამით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 1600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულ რეგიონებში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

დღის ამბები