06 ოქტომბერი 2024,   02:00
ვრცლად
წყალდიდობა და მოსალოდნელი ტროპიკული შტორმი - აშშ-ს სამხრეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს მერილენდის შტატის რამდენიმე ქალაქში, სადაც წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს კი ტროპიკული შტორმი უახლოვდება.

წყალდიდობის საშიშროების გამო, ფლორიდის შტატში ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. შტორმმა სახელწოდებით "ალბერტო", უკვე გადაუარა კუბას, სადაც დაიტბორა რამდენიმე რეგიონი, დაზიანდა შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი მისისიპისა და ჯორჯიის შტატების მიმართულებით გადაადგილდება.

დღის ამბები