06 ოქტომბერი 2024,   01:56
ვრცლად
ჯორჯ ბუში უფროსი კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჯორჯ ბუში უფროსი კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დაბალი წნევა და სისუსტე აწუხებს.

მენის შტატის ერთ-ერთ კლინიკაში ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.

ჯორჯ ბუში უფროსი 93 წლისაა. აპრილში მას მეუღლე დაეღუპა. ყოფილი პირველი ლედის, ბარბარა ბუშის დაკრძალვის ცერემონიიდან მეორე დღეს ჯორჯ ბუში უფროსი ჰიუსტონის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას თითქმის ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ.

დღის ამბები