06 ოქტომბერი 2024,   01:59
ვრცლად
უამინდობა ლონდონში - ცაზე 15 ათასჯერ გაიელვა

უამინდობამ ლონდონში, სტანსტედის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაფერხა.

ბრიტანეთის სამხრეთ რაიონებს გადაუღებელ წვიმას თან ძლიერი ჭექა-ქუხილი ახლდა. 4 საათის განმავლობაში ცაზე 15 ათასჯერ გაიელვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

მეხის ჩამოვარდნის შედეგად აეროპორტში თვითმფრინავების საწვავით მომარაგების სისტემა დაზიანდა, რის გამოც რეისების ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა დასახლებებიც, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგიაც.

დღის ამბები