06 ოქტომბერი 2024,   02:05
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი იტალიაში - ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ

იტალიაში პოლიტიკური კრიზისია, ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ კი შესაძლოა, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ. მიზეზი სერჯო მატარელას გადაწყვეტილება გახდა.

პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი ევროსკეპტიკოსი და ევროზონის მოწინააღმდეგე პოლიტიკის დანიშვნაზე უარი განაცხადა. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ჯუზეპე კონტიმ კი მანდატი დათმო.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა სასახლეში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი კარლო კოტარელი დაუბარა, რომელსაც სავარაუდოდ დროებითი მთავრობის ფორმირებას დაავალებს.

იტალია სამი თვეა მთავრობის გარეშეა, რადგან ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფი კოალიციის შექმნას ვერ ახერხებს. ამის გამო შესაძლოა პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

დღის ამბები