06 ოქტომბერი 2024,   01:56
ვრცლად
პალესტინელთა მდუმარე აქცია ბრიუსელში - აქციის ორგანიზატორები ევროკავშირისგან ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ

პალესტინელთა მდუმარე აქცია ბრიუსელში. ევროკომისიის შენობასთან 4500 წყვილი ფეხსაცმელი დააწყეს და ასე გამოხატეს პროტესტი ღაზისა და ისრაელის საზღვართან პალესტინელების დაღუპვის გამო.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას დაემთხვა. შეხვედრის დღეს წესრიგში ერთ-ერთი საკითხი სწორედ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ეთმობა.

აქციის ორგანიზატორები ევროკავშირისგან ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

დღის ამბები