06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა - ექიმების პირველი ინტერვიუ

რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შესახებ ექიმების პირველი ინტერვიუ გასაჯაროვდა. სოლსბერის კლინიკის მედიკოსებს, რომლებმაც სერგეი და იულია სკრიპალები გადაარჩინეს, BBC-ის ის ჟურნალისტი ესაუბრა.

მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მათ გადარჩენას არ ელოდნენ. როდესაც სკრიპალები კლინიკაში მოათავსეს, მედიკოსებს ეგონათ, რომ ორივე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

პაციენტების ვინაობის დადგენის შემდეგ კი, პოლიციამ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სკრიპალებზე მიზანმიმართული თავდასხმა განხორციელდა, ამიტომ კლინიკაში მათ დაცვაც დაუნიშნეს.

დღის ამბები