06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
რუსი მილიარდერი, რომან აბრამოვიჩი ისრაელის მოქალაქე ხდება

რომან აბრამოვიჩი ისრაელის მოქალაქე ხდება. რუსი მილიარდერი, რომელსაც ბრიტანეთმა ვიზის მიღება დაუგვიანა, საცხოვრებლად თელავივში გადავიდა. მას რეპატრიაციის შესახებ კანონის თანახმად, პირადობის მოწმობა უკვე მისცეს.

ოფიციალური ლონდონი ამ დრომდე არ ასახელებს აბრამოვიჩისთვის ვიზის გაცემის შეფერხების მიზეზს, კომენტარს არც მილიარდერის წარმომადგენლები აკეთებენ.

რომან აბრამოვიჩის ქონება 11 ნახევარი მილიარდი დოლარია. 2015 წელს მან თელავივში სასტუმრო შეიძინა, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსად გადააკეთა.

ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, ვისაც ქვეყნის მოქალაქეობა ახალი მიღებული აქვს, 10 წლით საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.

დღის ამბები