06 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
ინდოეთის ოკეანის თავზე 4 წლის წინ გაუჩინარებული სამგზავრო ბოინგის ძებნა ოფიციალურად შეწყდა

4 წლის წინ ინდოეთის ოკეანის თავზე გაუჩინარებული სამგზავრო ბოინგის ძებნა ოფიციალურად შეწყდა. ოპერაციას კერძო დაფინანსებით ამერიკული კომპანია აწარმოებდა. მათ ღრმაწყლოვანი ხომალდებით ინდოეთის ოკეანის დიდი ტერიტორია დაათვალიერეს. თუმცა ბოინგის კვალს ვერსად მიაგნეს.

მალაიზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამძებრო სამუშაოების განახლება არ იგეგმება.

სამგზავრო ბოინგი, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა, საეჭვო გარემოებაში 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა. გამოძიება დღემდე ვერ ასახელებს ვერსიას, ბორტზე რა შეიძლება მომხდარიყო.

დღის ამბები