06 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
თავდასხმა ბელგიაში - მოკლულია პოლიციის ორი ოფიცერი და ერთი გამვლელი

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო.

შეიარაღებული მამაკაცი პოლციელებს ჯერ დანით დაესხა თავს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.
ორი ოფიცერი ქალი ადგილზე დაიღუპა. მესამე გარდაცვლილი კი გამვლელია, რომელიც თავდამსხმელმა მანქანაში ჩაცხრილა. 

ამის შემდეგ ბოროტმოქმედმა ახლოს მდებარე ლიცეუმთან მძევალი აიყვანა და სასწავლებლის შენობას თავინ შეაფარა. თუმცა პოლიციელებმა ის მალევე მოკლეს.

ოპერაცის დროს 2 სამართალდამცველიც დაიჭრა.

თვითმხილველთა განცხადებით, გასროლამდე ეჭვმიტანილი ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები