06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
ფხენიანში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა ჩრდილო კორეისთვის სანქციების მოხსნაზე ისაუბრა

კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული პრობლემის გადაჭრა სრულად ვერ მოხდება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის გარეშე, - განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.

სერგეი ლავროვის თქმით, ოფიციალურმა ფხენიანმა თავად უნდა განსაზღვროს, თუ რა გარანტიებია საკმარისი შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სტაბილურობის მიღწევას დიდი დრო დასჭირდება. სერგეი ლავროვი ფხენიანში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.

დღის ამბები