05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაბლოკა

შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაბლოკა.

ქუვეითის მიერ მომზადებული დოკუმენტი ღაზის სექტორში პალესტინელებისთვის საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. მიღებისთვის საჭირო 10 ხმის მოპოვების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

უშიშროების საბჭომ არც შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული დოკუმენტი მიიღო, რომელიც ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით პალესტინელი მებრძოლების მიერ განხორციელებულ იერიშებს გმობდა.

ისრაელი-ღაზის საზღვარზე არეულობას მაისში 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები