05 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ესპანეთს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

ესპანეთს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს. მარიანო რახოისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტმა სოციალისტური პარტიის ლიდერი, პედრო სანჩესი, დაამტკიცა.

შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე ესპანეთის მეფემაც მოაწერა, რომელიც ახლა ფიცის დადების ცერემონიის თარიღს დაასახელებს.

ქვეყნის დემოკრატიულ ისტორიაში მარიანო რახოი პირველი პრემიერმინისტრი გახდა, რომელმაც თანამდებობა უნდობლობის გამოცხადების გამო დატოვა.

მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც პრემიერის პარტიის წევრებიც ფიგურირებდნენ.

დღის ამბები