05 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
ლოს ანჯელესში დონატების ჭამის ჩემპიონატი გაიმართა

ლოს ანჯელესში დონატების ეროვნული დღე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით ჩინური თეატრის წინ დონატების ჭამის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ათობით მოხალისე მონაწილეობდა.

შეჯიბრების მთავარი მიზანი მსოფლიო რეკორდის მოხსნა იყო, რისთვისაც მონაწილეებს 8 წუთში 55 დონატზე მეტი უნდა ეჭამათ, თუმცა, ეს ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.

წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული მხოლოდ 48 დონატს დასჯერდა.

 

დღის ამბები