05 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
შეტაკება და არეულობა იორდანიაში-სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ანტისამთავრობო გამოსვლები იორდანიაში პოლიციასთან შეტაკებასა და არეულობაში გადაიზარდა. ათი ათასობით ადამიანი უკვე მესამე დღეა საგადასახადო რეფორმას აპროტესტებს, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა მთავრობის კანცელარიასთან მიახლოება სცადეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალეს. არიან დაშავებულებიც. სახალხო პროტესტის მიზეზი შემოსავლების დაბეგვრის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება გახდა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაუჭირა მხარი. სახალხო პროტესტს უკვე გამოეხმაურა იორდანიის მეფე. აბდულა მეორემ მთავრობას და მოსახლეობას დიალოგისკენ მოუწოდა.
 

დღის ამბები