05 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ისრაელის არმიამ "ჰამასის" პოზიციები დაბომბა

ისრაელის არმიამ "ჰამასის" პოზიციები დაბომბა. ავიაციამ ღაზის სექტორზე იერიშები გამთენიისას მიიტანა, თუმცა ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ სამიზნე ის ობიექტები გახდა, საიდანაც ტერორისტებმა ისრაელის მიმართულებით 4 რაკეტა გაუშვეს. სარაკეტო იერიში გუშინ საღამოს განხორციელდა.

სამხედროების განცხადებით, სამი ჭურვი ანტისარაკეტო სისტემამ გაანადგურა, ერთი კი დასახლებასთან ახლოს ჩამოვარდა. სარაკეტო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დღის ამბები