05 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
"სიცოცხლის მეჯლისი" ვენაში-სიმღერები მიუზიკლიდან მსოფლიო ვარსკვლავებმა შეასრულეს

ვენის ისტორიული ცენტრი ერთი დღით "მუსიკის ჰანგების" სამყაროდ გადაიქცა. ავსტრიის დედაქალაქმა ტრადიციულ "სიცოცხლის მეჯლისს" უმასპინძლა, რომლის თემაც პოპულარული მიუზიკლი გახდა. სიმღერები ყველასთვის საყვარელი ფილმიდან, ვენაში მსოფლიო ვარსკვლავებმა შეასრულეს. რიგით 25-თე საქველმოქმედო მეჯლისზე დასასწრებად ვენაში ოსკაროსანი მსახიობები, შემსრულებლები და სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები ჩავიდნენ. სტუმრებს შორის იყო მაიკლ ჯექსონის შვილიც. პაირის ჯექსონი ორგანიზატორებმა, მამის მიერ დაარსებული, " ელიზაბეთ ტეილორის სახელობის საქველმოქმედო ფონდის " დაჯილდოვების მიზნით მიიწვიეს. ჯექსონის ფონდს მალავიში შექმნილი მობილური კლინიკების პროექტის გამო სიცოცხლის ჯილდო გადაეცა.

დღის ამბები