05 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ესპანეთის ახალი პრემიერი ათეისტი აღმოჩნდა

ესპანეთის ახალი პრემიერმინისტრი ათეისტი აღმოჩნდა. პედრო სანჩესმა ინაუგურაციის დაწყებამდე ჯერ დარბაზიდან ჯვრების გატანა მოითხოვა, მოგვიანებით კი ბიბლიაზე ფიცის დადებაზეც უარი თქვა.

ცერემონიას, რომელიც მადრიდის სამეფო რეზიდენციაში გაიმართა, წამყვანი ესპანური არხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

46 წლის პოლიტიკოსი ესპანეთის ისტორიაში პირველი ათეისტი გახდა, რომელმაც ქვეყნის პრემიერის თანამდებობა დაიკავა. მან ამ პოსტზე მარიანო რახოი შეცვალა, რომელიც კორუფციული სკანდალის გამო გადადგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები