05 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. უბედური შემთხვევა ანტალიასთან მოხდა. მაშველების ინფორმაციით, ღია ზღვაში კატერი ჩაიძირა რომლის ბორტზეც 20-მდე არალეგალი იმყოფებოდა. მათი ნაწილი მეთევზეებმა გადაარჩინეს, თუმცა არის მსხვერპლიც.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 9 ადამიანი, რამდენიმე კი დაკარგულად მიიჩნევა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ არალეგალები, ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები