05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
კუბაში შესაძლოა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდეს-რაულ კასტრო ქვეყნის ახალ კონსტიტუციაზე იწყებს მუშაობას

კუბის ლიდერის პოსტის დატოვების შემდეგ რაულ კასტრომ ქვეყნის ახალ კონსტიტუციაზე დაიწყო მუშაობა. ეროვნულმა ასამბლეამ ყოფილი ლიდერი სპეციალური სადეპუტატო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონის განახლება დაევალა. კუბაში კონსტიტუცია 1976 წელს მიიღეს და მას შემდეგ მთავარ დოკუმენტში მხოლოდ ორი ცვლილება შევიდა. რაულ კასტრომ დოკუმენტის განახლებისა და მოდერნიზების პირობა მოსახლეობას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მისცა. როგორც მოსალოდნელია, ახალი რედაქციით, პოლიტიკოსებს კუბის ლიდერის პოსტის დაკავება 5 წლით და მხოლოდ 2 ვადით შეეძლებათ. ასევე იგეგმება კერძო საკუთრების უფლების დანერგვა. არ არის გამორიცხული, რომ კუბაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებაც მოხდეს. როგორც ცნობილია, რაულ კასტროს შვილი ლგბტ-საზოგადოების აქტიური უფლება დამცველია. 

დღის ამბები