05 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
80-მდე პოლიეთილენის პარკი მუცლის ღრუში - ტაილანდში იშვიათი სახეობის შავი დელფინი დაბინძურების გამო მოკვდა

გარემოს დამცველები ოკეანეს დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ. სპეციალისტები ტაილანდში მომხდარ ინცინდენტს განიხილავენ, რომელსაც იშვიათი სახეობის შავი დელფინი ემსხვერპლა.

ძუძუმწოვარი ზღვამ ნაპირზე 28 მაისს გამორიყა, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გაკვეთის შემდეგ სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ დელფინი დაბინძურების გამო მოკვდა. მას მუცლის ღრუში 80-მდე პოლიეთილენის პარკი აღმოაჩნდა.

გარემოს დამცველების ინფორმაციით, ტაილანდი პოლიეთილენის ნაწარმის უმსხვილესი მომხმარებელია. მისი ნარჩენების გამო სანაპიროსთან ყოველწლიურად ასობით ზღვის ბინადარი იღუპება. მათ გადასარჩენად ტაილანდის მთავრობამ პოლიეთილენის პაკეტებზე დამატებითი გადასახადის დაწესებაზე დაიწყო მსჯელობა.

დღის ამბები