05 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებელმა რესტორნის კურიერი მძარცველებისგან იხსნა

ბენედიქტ ქამბერ-ბეტჩი "ბეიკერ სთრითის " გმირი კიდევ ერთხელ გახდა. გახმაურებულ სერიალში - შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებელმა, რესტორნის კურიერი მძარცველებისგან იხსნა. ლონდონის ცნობილ ქუჩაზე, 4 ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცს დაესხა თავს და მის გაძარცვას ცდილობდა. ოსკაროსანი მსახიობი დანაშაულს შემთხვევით შეესწრო. ის მეუღლესთან ერთად ბეიკერ სთრითზე ტაქსით გადაადგილდებოდა და მძღოლს გაჩერება მოსთხოვა. როგორც ტაქსის მძღოლი აცხადებს, მსახიობი თავადაც დაზარალდა, რის შემდეგაც მძარცველებს ფიზიკურად გაუსწორდა. ლონდონის პოლიციამ შერლოკის როლის შემსრულებელი უკვე დაკითხა, თუმცა მომხდარის გამო სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. 

დღის ამბები