05 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
100-მდე საათი კოსმოსში - ეკიპაჟმა მისია დაასრულა და დედამიწაზე ბრუნდება

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟმა მისია დაასრულა და დედამიწაზე ბრუნდება. 55-ე ექსპედიციის წევრებმა, რომელთა შორის იაპონელი, რუსი და ამერიკელი ასტრონავტები არიან, ორბიტაზე 168 დღე გაატარეს.

ამ პერიოდში მეცნიერებმა ასამდე საათი ღია კოსმოსში გაატარეს და სადგურის მუშაობის ხარვეზები აღმოფხვრეს. ისინი ჩვენს პლანეტაზე რუსული ხომალდით ბრუნდებიან.

გეგმის თანახმად, სოუზი ატმოსფეროში დღის მეორე ნახევარში შემოვა და ყაზახეთში დაეშვება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მუშაობას 56-ე ექსპედიცია გააგრძელებს, რომელიც ორბიტაზე 23 მარტს გაემგზავრა.

დღის ამბები