05 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
თავდასხმა ბერლინის საკათედრო ტაძარში - მომხდარ გამოძიება ტერორიზმს არ უკავშირებს

თავდასხმა ბერლინის საკათედრო ტაძარში - დანით შეიარაღებული მამაკაცი ეკლესიაში ლოცვის დროს შეიჭრა, თუმცა მას პოლიციელებმა ესროლეს და ფეხის არეში დაჭრეს.

ინციდენტის დროს დაშავდა ერთი სამართალდამცველიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივი უცნობია.

თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი, რომელიც მრევლს დანით ემუქრებოდა, აღელვებული ჩანდა.

მომხდარ თავდასხმას გამოძიება ტერორიზმს არ უკავშირებს. ეკლესია ბერლინის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და ყოველდღიურად მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.

დღის ამბები