05 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
დონალდ ტრამპი თვითშეწყალების უფლების გამოყენებას არ აპირებს

დონალდ ტრამპს აქვს თვითშეწყალების უფლება, მაგრამ რუსული კავშირების გამოძიების საქმეში მის გამოყენებას არ აპირებს - განცხადება, ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის იურისტმა, რუდი ჯულიანიმ გააკეთა.

პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე დებატები საზოგადოებაში New York Times-ში გამოქვეყნებული წერილის შემდეგ დაიწყო. წერილი ტრამპის ადვოკატებმა სპეცპროკურორ რობერტ მალერს გაუგზავნეს.

წერილში საუბარი იყო, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლება, გამოძიება შეაჩეროს და თვითშეწყალებითაც ისარგებლოს. ამერიკის ისტორიაში კი მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.

დღის ამბები