05 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ტომ კრუზმა ფილმის გადაღების დროს ექსტრემალური ნახტომები შეასრულა

ტომ კრუზმა ფილმის გადაღების დროს ექსტრემალური ნახტომები შეასრულა. ჰოლივუდის ვარსკვლავი რამდენიმე დღის განმავლობაში 7 კილომეტრის სიმაღლეზე, თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტებოდა.

სცენები ფილმ „შეუსრულებელი მისიის“ ახალი სერიისთვის გადაიღეს, პროცესის ამსახველი კადრები კი კინოკომპანიამ ინტერნეტით გაავრცელა.

2017 წლის აგვისტოში 55 წლის ტომ კრუზმა ექსტრემალური მანევრის შესრულების დროს ფეხიც მოიტეხა, რის გამოც გადაღებები მაშინ ორი თვით შეწყდა.

დღის ამბები