05 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
აშშ-ს სპეცპროკურორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის ციხეში გადაყვანას ითხოვს 

შეერთებული შტატების სპეცპროკურორი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის ციხეში გადაყვანას ითხოვს.

რობერტ მიულერის განცხადებით, პოლ მანაფორტი, რომელიც რუსეთის მიერ შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის საქმესთან და კავშირებით ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, არაერთხელ შეეცადა მისი საქმის მოწმეებს დაკავშირებოდა.

ერთ-ერთი მოწმის თქმით, მანაფორტი მას ცრუ ჩვენების მიცემასაც აიძულებდა.

ბრალდების განმარტებით, შინაპატიმრობის პირობების დარღვევისა და მოწმეებზე ზეწოლის გამო, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ტრამპის ყოფილი თანაგუნდელი, სასამართლომდე საპატიმროში უნდა იმყოფებოდეს. 

დღის ამბები