05 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
მასშტაბური აქცია პრაღაში - მოსახლეობა პრემიერის პოსტზე ანდრეი ბაბიშის დანიშვნას აპროტესტებს

მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ჩეხეთში. პრაღის ქუჩებში ათასობით ადამიანი პრემიერ მინისტრის პოსტზე ანდრეი ბაბიშის ხელახალი დანიშვნისა და კომუნისტების მთავრობის შემადგენლობაში შესაძლო შესვლას აპროტესტებდა.

ჩეხეთის პრეზიდენტი დღეს გეგმავს მილიარდერი ანდრეი ბაბიშის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. მას პოსტის დატოვება რამდენიმე თვის წინ გადასახადების დამალვის ბრალდების გამო მოუწია.

ბაბიშმა უკვე მიაღწია შეთანხმებას კოალიციის შექმნის შესახებ ჩეხეთის “სოციალ-დემოკრატიულ” პარტიასთან. პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციამ კომუნისტების მხარდაჭერაც უნდა მოიპოვოს.

დღის ამბები