05 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
ერევანში სომხეთის პატრიარქის გადადგომას ითხოვენ

ერევანში სომხეთის პატრიარქის გადადგომას ითხოვენ.

რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომელთა შორის სასულიერო პირებიც არიან, ერევნის ცენტრში საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. აქციის მონაწილეები გარეგინ მეორეს მოუწოდებენ, უმაღლეს სასულიერო წოდებაზე უარი ნებაყოფლობით თქვას.

სომხური მედიის ინფორმაციით, პატრიარქმა აქციის მონაწილეებს შეხვედრა ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსში შესთავაზა. სადაც ის მოთხოვნებს პირადად მოისმენს. გარეგინ მეორე სომხური ეკლესიის სათავეში 1999 წლიდან დგას.

დღის ამბები