05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ლონდონის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 120 მეხანძრე აქრობდა

მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული სამაშველო სამსახურები ლონდონის ცენტრში, სადაც მეხანძრეებმა სასტუმრო „Mandarin Oriental“-ში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა გვიან ღამით შეძლეს.

ადგილზე 120-ზე მეტი მეხანძრე, ასევე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მაშველებმა 12-სართულიანი შენობიდან პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია მოახდინეს.

მათ შორის ცნობილი ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსიც იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე უცნობია მომხდარის მიზეზები.

დღის ამბები