05 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
7 დაღუპული და 8 დაშავებული - მეხიკოში პიროტექნიკა აფეთქდა

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას მეხიკოში. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს, სადაც მეპატრონე პიროტექნიკას ინახავდა, ცეცხლი წაეკიდა, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვა.

უბედურ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. აფეთქებამ 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ავტომობილი დააზიანა. ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. გამოძიება მომხდარის მიზეზებს სწავლობს.

დღის ამბები