05 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
99 დაღუპული - გვატემალაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას 99 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 3-მ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

გვატემალას დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარე ვულკანი "ფუეგო" 4 ივნისს გააქტიურდა.

დღის ამბები