05 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
სამიტი სინგაპურში-კიმ ჩენ ინი შიშობს, რომ შესაძლოა მისი მოკვლა სცადონ

კიმ ჩენ ინი შიშობს, რომ სინგაპურში სამიტის დროს შესაძლოა მისი მოკვლა სცადონ. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბოლო პერიოდში ორჯერ იმყოფებოდა ჩინეთში, მას მსგავსი შორეული ვიზიტი 2011 წელს, მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ არ ჰქონია. ამიტომ მოლაპარაკებებში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო ბლუმბერგი წერს, რომ კიმ ჩენ ინი სამიტის დროს განსაკუთრებულად უსაფრთხოების საკითხზე ღელავს. ჩრდილოეთ კორეისა და შეერთებული შტატების ლიდერები ერთმანეთს 12 ივნისს ხვდებიან. დონალდ ტრამპის ადვოკატის განცხადებით, სამიტის გაუქმების შემდეგ, კიმ ჩენ ინი ოფიციალურ ვაშინგტონს დაჩოქილი ემუდარებოდა, რომ შეხვედრა კვლავ გამართულიყო.

დღის ამბები