05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
დიდი შვიდეულის სამიტი - ბრიტანეთის პრემიერი "რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ" სწრაფი რეაგირების ჯგუფის ფორმირების გეგმას წარადგენს 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დიდი შვიდეულის სამიტზე, "რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ" სწრაფი რეაგირების ჯგუფის ფორმირების გეგმას წარადგენს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის წევრებს პირადი საუბრის დროს უამბო.

ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის გეგმა სამიტზე საერთაშორისო მხარდაჭერას მოიპოვებს და ის სხვა საკითხებს, შორის კიბერთავდასხმებსა და მკვლელობებსაც ეხება. დიდი შვიდეულის სამიტი კანადაში დღეს დაიწყება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები