05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
მასშტაბური გაფიცვა იტალიაში - ტურისტული ქალაქების აეროპორტების თანამშრომლები მუშაობას წყვეტენ 

იტალიაში დღეს მასშტაბური გაფიცვაა დაგეგმილი. ადგილობრივი დროით 13:00-დან 17:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტენ რომის, ვენეციის, პალერმოს და კიდევ რამდენიმე ტურისტული ქალაქის აეროპორტების თანამშრომლები.

მათ შორის ავია-დისპეჩერები და ადგილობრივი ავიაკომპანიების ბორტგამცილებლები.

გაფიცვას ქალაქების, რომისა და ტურინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ სატრანსპორტო სფეროში დაგეგმილ რეფორმებს აპროტესტებენ.

დღის ამბები