05 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
გერმანელმა სამართალდამცველებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტ-ფალიისა და ბავარიის რამდენიმე ქალაქში დაკავებულ ერაყის ოთხ მოქალაქეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, მკვლელობაში, იარაღის უკანონო ტარებასა და ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

დაკავებულთაგან ერთ-ერთს, ერაყში 12 ტერაქტის განხორციელებაში ედება ბრალი.

აფეთქებებს მაშინ ამერიკელი სამხედროები, ერაყელი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები ემსხვერპლა.

დღის ამბები