05 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ფონზე დიდი შვიდეული დღეს კანადაში იკრიბება

შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ფონზე დიდი შვიდეული დღეს კანადაში იკრიბება.

სამიტამდე, G7-ის წევრი ქვეყნები ვაშინგტონს, ევროპისა და კანადის ლითონის მწარმოებლებისთვის საბაჟო გადასახადის გაზრდისა და ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების გამო ღიად აკრიტიკებდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას შეერთებული შტატების გარეშეც მოეწეროს ხელი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინოსტრმა კი დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა. დიდი შვიდეულის სამიტი ხვალ დასრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები