05 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
დეივიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ტანსაცმელი, რომელიც სამეფო ქორწილზე ეცვათ, საქველმოქმედო ფონდს უსასყიდლოდ გადასცეს

დეივიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ტანსაცმელი, რომელიც მათ სამეფო ქორწილზე ეცვათ, საქველმოქმედო ფონდს უსასყიდლოდ გადასცეს. ფონდი მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს ეხმარება.

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის საქორწინო ცერემონიაზე დეივიდ ბექჰემს დიორის სმოკინგი ეცვა, რომელზეც ფეხბურთელის ინიციალები იყო ამოქარგული.

მისი მეუღლე ვიქტორია კი საკუთარ კოლექციიდან შერჩეულ კაბაში იყო გამოწყობილი.

საქველმოქმედო ფონდი „ჩვენ გვიყვარს მანჩესტერი“ ტერაქტიდან მალევე შეიქმნა. აფეთქებებს, რომელიც შარშან არიანა გრანდეს კონცერტის დროს მოხდა, 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები