05 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
"ის აზრიანი ადამიანია" - პუტინს ტრამპთან შეხვედრა სურს

ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან პირისპირ შეხვედრა სურს.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია რასია24-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრული ვერსიაც ეთერში დღეს საღამოს უნდა გავიდეს.

"ის აზრიანი ადამიანია, შეუძლია მოსმენა და თანამოსაუბრის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე რეაგირებს. ყველაფერი ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ დიალოგი კონსტრუქციული იქნება," - აცხადებს პუტინი.

მედია შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის სავარაუდო ადგილად ვენას ასახელებს. გავრცელებული ცნობით, ეს საკითხი ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ ავსტრიაში ვიზიტის დროსაც განიხილა. 

დღის ამბები