05 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა პოლ მანაფორტის მოკავშირე კონსტანტინ კილიმნიკს ბრალი წაუყენა

შეერთებული შტატების სპეციალურმა პროკურორმა, რომელიც დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირს იძიებს, პოლ მანაფორტის მოკავშირე კონსტანტინ კილიმნიკს ბრალი წაუყენა.

აქამდე რუსეთის მოქალაქე კილიმნიკი საქმეში ბრალდებულის სტატუსით არ ფიგურირებდა.

ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის მოკავშირეს რობერტ მალერის გამოძიება, მანაფორტთან შეთქმულების გზით, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას ედავება.

კილიმნიკი უკრაინაში მანაფორტის ლობისტურ საქმიანობას ხელმძღვანელობდა. ისინი 2016 წლის საარჩევნო პერიოდში ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. გავრცელებული ცნობით, კილიმნიკს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთანაც აქვს კავშირი.

დღის ამბები