05 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
დონალდ ტრამპი სინგაპურში კიმ ჩენ ინთან ისტორიული შეხვედრისთვის გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტი კანადაში მის დასრულებამდე დატოვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი სინგაპურში კიმ ჩენ ინთან ისტორიული შეხვედრისთვის გაემგზავრა.

ტრამპმა ჩრდილო კორეის ლიდერთან მისი ერთობლივი სამიტი „მშვიდობის მისიად“ შეაფასა. სინგაპურში უკვე იმყოფება კიმ ჩენ ინი.

კომპანია „ეარ ჩაინას“ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ჩრდილო კორეის ლიდერი იმყოფებოდა, ჩანგის აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს შეხვდებიან. ისტორიული მოლაპარაკებები, შესაძლოა, ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს.

პარალელურად, მედია წერს, რომ პროგრესის მიღწევის შემთხვევაში ოფიციალური ვაშინგტონი ფხენიანში საელჩოს გახსნის შესაძლებლობასაც განიხილავს.

დღის ამბები