05 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტის საბოლოო კომუნიკეს ხელი არ მოაწერა

დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტის საბოლოო კომუნიკეს ხელი არ მოაწერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის უკმაყოფილება სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით კანადის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოს უსინდისო და სუსტი უწოდა. სამიტის დეკლარაციაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მზადყოფნაზეცაა საუბარი. დიდი შვიდეულის ლიდერები მოუწოდებენ ოფიციალურ მოსკოვს, რომ პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები შეწყვიტოს. სამიტის მონაწილეებმა საბოლოო კომუნიკეში სოლსბერის ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობაც რუსეთს დააკისრეს. 

 

დღის ამბები