05 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
დედოფლის დაბადების დღისადმის მიძღვნილი ღონისძიებები ლონდონში-ელისაბედ მეორე 92 წლის გახდა

ლონდონში დედოფლის ოფიციალური დაბადების დღე აღნიშნეს. ელისაბედ მეორე 92 წლის გახდა. მონარქის პატივსაცემად ლონდონში ტრადიციული სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც ელისაბედ მეორე ღია ეტლით მივიდა. ცერემონიაზე 7 ათასზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი. აღლუმის შემდეგ სამეფო ოჯახის წევრები ბუკინგემის სასახლის აივანზე გამოჩნდნენ და თაყვანისმცემლებს მიესალმნენ. ეს ცერემონია პირველი იყო პრინც ჰარის მეუღლისთვის. მეგან მარკლს კაროლინა ჰერერას მიერ შექმნილი მხრებზე მოხსნილი კაბა ეცვა, რაც პროტოკოლის თანახმად სამეფო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ. დედოფლის დაბადების დღეს ბრიტანეთში წელიწადში ორჯერ, 21 აპრილს და ივნისის მეორე შაბათს აღნიშნავენ.

დღის ამბები