05 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის თავდამსხმელმა ინსცენირებული მკვლელობის დეტალებზე BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტზე, არკადი ბაბჩენკოზე თავდამსხმელმა ინსცენირებული მკვლელობის დეტალებზე ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ალექსი ციმბა-ლუკი აცხადებს, რომ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მაშინვე მიაწოდა, როგორც კი მას ბიზნესმენი, ბორის ჰერმანი დაუკავშირდა და მკვლელობა დაუკვეთა.

ციმბალუკის აზრით, ის იმის გამო შეარჩიეს, რომ ადვილი სამართავი ეგონათ. ე.წ. მკვლელი თავის სამიზნეს, არკადი ბაბჩენკოს პირველად, ინსცენირებულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, საცხოვრებელ ბინაში შეხვდა.

კიევში რუსი ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს გავრცელდა, თუმცა მეორე დღეს გაირკვა, რომ მომხდარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო. 

დღის ამბები