05 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ემზადება

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ემზადება. ისტორიული სამიტის წინ შეერთებული შტატების ლიდერმა, სინგაპურის პრემიერთან დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები გამართა.

გეგმის თანახმად, კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი სასტუმრო "კაპელაში" ხვდებიან.

ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსიც, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს კიმ ჩენ ინის გარემოცვის წევრმა გადასცა.

წერილის თანახმად, ჩრდილო კორეის ლიდერმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ივლისში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ფხენიანში ჩატარება შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ დიალოგის პროცესი წარმატებული იქნება, ლიდერთა მესამე შეხვედრა, შესაძლოა სექტემბერში უკვე ვაშინგტონში გაიმართოს.

დღის ამბები