05 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
დონალდ ტრამპსა და დიდი შვიდეულის ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

დონალდ ტრამპსა და დიდი შვიდეულის ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერის ქსელში მორიგი კრიტიკული განცხადებები გაავრცელა, სადაც ტრამპმა იმპორტზე გაამახვილა ყურადღება, სხვა ქვეყნის ტარიფებს უსამართლო უწოდა და მოკავშირეებს ისიც შეახსენა, რომ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნატოში ამ დრომდე ყველაზე დიდ ინვესტიციას დებს.

სიტყვიერი დაპირისპირება სამიტის დასრულების შემდეგაც გრძელდება.

ტრამპის თქმით, ვერც მეგობრებს და ვერც მტრებს შეერთებული შტატების გამოყენების უფლებას ვეღარ მისცემს ვერავის.

დიდი შვიდეულის სამიტით შედეგით უკმაყოფილოა გერმანიის კანცლერიც. ანგელა მერკელი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ერთობლივ კომუნიკაციაზე დონალდ ტრამპმა ხელი არ მოაწერა.

დღის ამბები