05 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
იტალიის მთავრობამ მიგრანტებისთვის პორტები დაკეტა

იტალიის მთავრობამ მიგრანტებისთვის პორტები დაკეტა. იტალიის ახალმა მთავრობამ სამაშველო ხომალდი, რომელზეც 600 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა არც ერთ ნავსადგურში არ შეუშვა.

ბრძანება იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა.არალეგალებს შორის იმყოფებიან არასრულწლოვნები, რომლებიც იტალიელებმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღის წინ ლიბიის ტერიტორიულ წყლებში გადაარჩინეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს ბორტზე მყოფი მიგრანტები დაუყოვნებლივ მიიღონ.

დღის ამბები