05 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ტერაქტი ავღანეთში-თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც მოსახლეობა რამადანის დასრულებას აღნიშნავდა

თავდასხმას ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა. ტერორისტების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა, რომელიც მუსლიმთა წმინდა დღესასწაულის, რამადანის დასრულებას აღნიშნავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ხალხში აიფეთქა თავი და 35 ადამიანი იმსხვერპლა. 70-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თალიბებმა მომხდართან კავშირი კატეგორიულად უარყვეს. თალიბანის ლიდერები აცხადებენ, რომ ავღანეთის ხელისუფლებასთან დადებულ ზავს ბოლომდე შეასრულებენ. სამშვიდობო შეთანხმებას გაერო, ევროკავშირმა და ნატომ მხარი დაუჭირეს და ოფიციალურ ქაბულსა და თალიბებს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები