05 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
630 მიგრანტს, რომლის მიღებაზეც მალტამ და იტალიამ უარი განაცხადა, ესპანეთი მიიღებს

ესპანეთი მიგრანტების დასახვედრად ემზადება. ევროპის ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემს, რომლის ბორტზეც 630 მიგრანტი იმყოფება, ვალენსიას პორტი მიიღებს. ოფიციალურმა მადრიდმა არალეგალების მიღების ინიციატივა მას შემდეგ გამოთქვა, რაც იტალიამ და მალტამ გაეროსა და ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად მიგრანტების შეფარებაზე უარი თქვეს. იტალიისა და მალტის გადაწყვეტილებას საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხისმგებლო უწოდა. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვალენსიას პორტში ჩასული მიგრანტების ნაწილს, საფრანგეთი შეიფარებს. მიგრანტების კრიზის გამო ანგელა მერკელი უახლოეს დღეებში საგანგებო სამიტის მოწვევას გეგმავს. გერმანიის კანცლერი შეხვედრაზე იმ ქვეყნების ლიდერებს იწვევს, რომლებიც არალეგალების ნაკადისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

დღის ამბები